შალვა პაპუაშვილი - გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა - პარტიას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მომავალი არ აქვს, რადგან შხამიანი თესლიდან მწარე ნაყოფი გამოდის

გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა პარტია „გახარია საქართველოდან“ და პოლიტიკიდან ზაზა თავაძის წასვლა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაგებია პროცესები, რომელიც გიორგი გახარიას პარტიაში მიმდინარეობს.

„რა უნდა ვთქვათ, პარტია, რომლის თავმჯდომარეც ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია, ამიტომ გასაგებია რომ ასეთი პროცესები იქნება პარტიაში.

ესენი იყვნენ ამ პარტიის სახეები: ზაზა თავაძე, ნათია მეზვრიშვილი, თეონა აქუბარდია და ყველამ დატოვა. მხოლოდ თავად გახარია, როგორც ვთქვით, გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რომ არის, ამ ყველაფერში გავერკვიეთ. სასაცილო არის.

ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ღალატის საწყისში დგას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა