ნუგზარ წიკლაური - კლასიკური ავტოკრატიის დამყარება მიმდინარეობს ქვეყანაში - ამიტომ არ ჩერდება ხალხი, გამოდის ქუჩაში, ხალხი გრძნობს, რომ თუ ახლა გატყდა წინააღმდეგობა, მრავალი წლით დავკარგავთ ქვეყნის განვითარების გზას

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სრულიად მკაფიოდ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ მთლიანად შეცვალა თავისი იდეოლოგია. თუ ის ფრაგმენტულად მაინც ეყრდნობოდა ზოგიერთ შემთხვევაში ხალხის ნებას და ანგარიშს უწევდა ადამიანებს, ახლა ეს მთლიანად ნიველირებულია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა "ინტერპრესნიუსს" საპროტესტო აქციის მსვლელობისას განუცხადა.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებულმა განცხადებამ რა შედეგები მოუტანა ქვეყანას და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ის, წიკლაური პასუხობს, რომ "ევროპას დააშორა".

"მოუტანა ის შედეგები, რაც მოსალოდნელი იყო, ევროპისაგან დაშორება, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაციება, როგორც ევროპის ქვეყნებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს, საქართველო, რომელსაც უმძიმესი პრობლემები აქვს ოკუპაციის, პრაქტიკულად იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან და პირისპირ დარჩა მარტო რუსეთთან. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სრულიად მკაფიოდ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ მთლიანად შეცვალა თავისი იდეოლოგია, თუ ის ფრაგმენტულად მაინც ეყრდნობოდა ზოგიერთ შემთხვევაში ხალხის ნებას და ანგარიშს უწევდა ადამიანების ნებას, ახლა ეს მთლიანად ნიველირებულია და პრაქტიკულად, ხელისუფლებისთვის აღარ არსებობს მოქალაქე ამ ქვეყანაში, აღარ არსებობს სამოქალაქო უფლებები, ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალქეებს არ აქვთ უფლება, განსაზღვრონ თავიანთი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ორიენტირები. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია გაუქმებულია, მიტაცებულია პარლამენტი, საპრეზიდენტო ინსტიტუტი და ახლა მიადგნენ ქვეყნის მთავარ სუვერენს - ხალხს და ცდილობენ მათი უფლებების გაუქმებას. ნიშანდობლივი იყო ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს, თუ რას აპირებენ მომავალში - სრულად გაქრობას ჩვენი უფლებების. ამიტომ არ ჩერდება ხალხი, გამოდის ქუჩაში და ხალხი გრძნობს, თუ ახლა გატყდა ეს წინააღმდეგობა, მრავალი წლით დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას.

კლასიკური ავტოკრატიის დამყარება მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ ფორმები როგორც წესი, ყველგან ერთნაირია, ეს არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოსვლა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მხრიდან პროტესტის გამოთქმა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს მთავარი ლოზუნგი, რაც ამ ხალხს აქვს- "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა", - განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება