ევროკომისიის სპიკერი - ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ - ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას

ანდრეი ერმაკის გადადგომის შესახებ ამბავი შევიტყვეთ, გავაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერციესმა უკრაინულ გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ვნახეთ ამბები დღევანდელი ჩხრეკების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ჩაატარეს, ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ. გვესმის, რომ გამოძიებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი: ნებისმიერი გამოძიებები აჩვენებს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები მოქმედებენ და უკრაინაში საქმიანობის უფლება აქვთ”, - განაცხადა მერსიემ.

მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა “ჩვენი გაფართოების პაკეტის ცენტრალური ელემენტი იყო, რომელიც ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას განსაზღვრავს”.

“კორუფციასთან ბრძოლა საკვანძოა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ის მუდმივ ძალისხმევებს საჭიროებს კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დაცვის ძლიერი შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას”, - განაცხადა მერსიემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს