ტატო ქელბაქიანი - სანამ წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება, ამიტომ არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დანებდეთ

არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დანებდეთ. თუ გავჩერდებით იქ იწყება უპერსპექტივობა, უიმედობა და რუსული ჭაობი, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, ტატო ქელბაქიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტატო ქელბაქიანის თქმით, ყველამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ სანამ წინააღმდეგობა არსებობს, ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურა ვერ დამყარდება.

„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ერთიანი ბრძოლის გზაზე, რომელიც ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა უარი გვითხრა ევროპულ მომავალზე, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა, ეს არის ქართველების სწრაფვა თავისუფლებისაკენ. ამ გზაზე ჩვენ ვნახეთ ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ ცემა, წამება, დაკავებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ რეჟიმმა ვერ შეძლო და ვერ გატეხა ჩვენი წინააღმდეგობა. ხანდახან ალბათ ყველას გვიჩნდება მძიმე განცდები, შემოგვიჩნდება უიმედობის ჭია და ზუსტად ამ დროს ამოიღეთ და გასრისეთ ეს ჭია. შეახსენეთ ერთმანეთს, რომ სანამ წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება. ამიტომ მეგობრებო არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დანებდეთ. ჩვენი ბრძოლა არ არის ერთი დღისთვის, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია სოლიდარობა. ერთმანეთის გვერდში დგომამ შეგვაძლებინა ის, რომ ისევ აქ ვდგავართ“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს