„სიფას“ ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის „სიფას“ ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.­

„სიფას“ ინფორმაციით, ასოციაციის 19-მა ადვოკატმა არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე გაიარა და გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მათ სამოქმედო გეგმას აყალიბებს.

„სიფა“ აყენებს კანდიდატებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, ეთიკის კომისიასა და სარევიზიო კომისიაში, მას არ დაუყენებია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რადგან ადვოკატთა ასოციაცია იმართება კოლეგიურად და გადაწყვეტილებები მიღება სწორედ აღმასრულებელი საბჭოს და არა თავმჯდომარის მიერ. „სიფას” მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაცია იმართებოდეს კოლეგიურად, ალიანსის სახით, რათა წარმოდგენილი იყოს ადვოკატთა ყველა ჯგუფის ინტერესები.

„სიფასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს არსებული სისტემა და ჩამოყალიბდეს ორგანიზაცია, რომლისთვისაც პრინციპულია კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მდუმარე მმართველობის დასრულება, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ერთი გუნდის მმართველობის ნაცვლად, უპრეცედენტო, კოლეგიური, ალიანსის ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება და რომელსაც არ მოერიდება მთავრობის კრიტიკა, ვინც არ უნდა იყოს მმართველობაში, როდესაც საკითხი მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და ადვოკატის პროფესიას ეხება.

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია:

აღმასრულებელი საბჭო: 1. ქეთევან ქვარცხავა; 2. გოჩა სვანიძე; 3. დავით კიკალეიშვილი; 4. აკაკი ჩარგეიშვილი; 5. მაია მწარიაშვილი; 6. გიორგი ზედელაშვილი; 7. ანა ლორია; 8. კახაბერ წერეთელი.

ეთიკის საბჭო: 1. სოფიო როინიშვილი; 2. ნინო სოსელია; 3. ჟანა ჩიქოვანი; 4. უჩა ქირია; 5. ნანა ამისულაშვილი; 6. რუსუდან ჭკუასელი; 7. ირაკლი გაფრინდაშვილი; 8.ანა რეხვიაშვილი; 9. სოფიო ჩაჩავა (არაწევრი).

სარევიზიო კომისია: 1. ზვიად კორძაძე; 2. შალვა ბუავა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს