ადვოკატი - ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად, გადმომცა: „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად - შაბათი დღე აირჩია,  რომ არავინ დაზიანებულიყო

ალეკო ელისაშვილის პოზიციაა, რომ მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ალეკო ელისაშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ „რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.“

„მომეცა საშუალება დაკავებიდან 10 საათის შემდეგ დიღმის იზოლატორში შევხვედროდი ალეკო ელისაშვილს. მას აღენიშნება სახეზე მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. ახლა გადმოგცემთ ალეკო ელისაშვილის პოზიციას და განცხადებას გავაკეთებ მისი სახელით, მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო. მან პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ. „ცეცხლი ოლიგარქიას“ და „ცეცხლი უსამართლო სასამართლოს“ - ეს სიტყვები გადმომცა, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად", - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაზიანება მიაყენეს მანდატურებმა.

„ეს არის რეალურად მისგან გააზრებული პროტესტის ფორმა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო და ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ, ეს ქმედება, პროტესტის საშუალება, საზოგადოებისთვის ენახებინა, რომ ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს, როგორ იყენებს ეს ხელისუფლება ამ სასამართლოს თავისი რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად. ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადება“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი