გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, შიმშილობის აქციის ერთი მონაწილე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აქცია კვლავ გრძელდება.

„დავით ჭელიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მას გულის არითმიასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. ალბათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას მოუწევს საავადმყოფოში დარჩენა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

რაც შეეხება აქციას, შიმშილობის აქცია გრძელდება და შეწყვეტას არ ვაპირებთ. თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ვაპირებთ ზრუნვას, რომ აქციამ რომელიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება არ გამოიწვიოს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო