კალიფორნიის შტატში, საბანკეტო დარბაზში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სტოკტონში, საბანკეტო დარბაზში ოჯახური შეკრების დროს მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა, - ინფორმაციას Associated Press-ი შერიფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სან ხოაკინის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა, ჰეზერ ბრენტმა, განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ და საზოგადოებას, მის მოსაძებნად, დახმარებისთვის მიმართეს. დანაშაულის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ ამ პირის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. თუ ეს ადამიანი ხართ, დაუყოვნებლივ ჩაბარდით“, - განაცხადა სან ხოაკინის ოლქის პროკურორმა რონ ფრეიტასმა პრესკონფერენციაზე.

ხელისუფლებას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს