ადვოკატის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ, სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განუცხადა, ბრალდების წარდგენის შემდეგ ნახავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს და დამატებით ინფორმაციას შემდეგ გაავრცელებს.

„დღეს ველოდებით ჩვენ ბრალის დადგენილების ჩაბარებას. ალბათ, ხვალ იქნება. სასამართლო დადგენილების ჩაბარების შემდგომ მექნება მეტი ინფორმაცია და შემდეგ მოვინახულებ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელისაშვილმა გუშინ დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს