ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჭირდება რეალური, საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას

რუსეთმა კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდს დრონებით დაარტყა, რის შედეგადაც მრავალი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, 19 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები და ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ქალაქში საგანგებო რეაგირების სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე არიან დაშავებულები დნეპრისა და ხარკოვის ოლქებში. დარტყმები ასევე განხორციელდა ოდესის, სუმის და ხერსონის ოლქებში.

„ღამით რუსებმა უკრაინის ტერიტორიას 122 დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ასეთი თავდასხმები ყოველდღიურად ხდება. მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1400 თავდასხმის დრონი, 1100 მართვადი საჰაერო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მდგრადობა ყოველდღიურად. რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები აუცილებელია და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან აქტიური მუშაობა მშვიდობისთვის. გვჭირდება რეალური, საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას“, - წერს ზელენსკი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება