ყაზახეთის საგარეო უწყება - კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ასტანასა და კიევს შორის ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის წყლებში, კასპიის მილსადენის საერთაშორისო კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება.

უწყება ინციდენტს „ყაზახეთის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მომტან ქმედებად“ აფასებს და მოელის, რომ უკრაინული მხარე „მიიღებს ეფექტურ ზომებს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი აგრესიის მესამე აქტია სამოქალაქო ობიექტის წინააღმდეგ, „რომლის ფუნქციონირებაც გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიბეკ სმადიაროვის განცხადებით, კასპიის მილსადენის კონსორციუმი გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში და ყაზახეთი, „როგორც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პასუხისმგებლიანი მონაწილე“, ვალდებულია, უზრუნველყოს ენერგომომარაგების შეუფერხებელი პროცესი.

ცნობისთვის, 29 ნოემბრის დილით ცნობილი გახდა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალმა, რომლის მეშვეობითაც ყაზახეთი ნავთობს ევროპასა და შეერთებულ შტატებში ექსპორტს ახორციელებს, უკრაინული უეკიპაჟო კატერების თავდასხმის შემდეგ ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. თავდასხმის შემდეგ, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართება დაიწყო. უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა არ დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს