პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა მისი მოსკოვში ვიზიტის გამო გააუქმა

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტი მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში დაგეგმილი სამიტით შემოფარგლოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელი, მარცინ პრჟიდაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მუდმივად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების სიცოცხლისუნარიანი გზების პოვნას. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია სოლიდარობაზე, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტი მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში სამიტით შემოფარგლოს“, - წერს მარცინ პრჟიდაჩი.

მისი თქმით, პრეზიდენტი ნავროცკი, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად, ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 28 ნოემბერს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა