ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში ტროპიკული შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდონეზია, მალაიზია და ტაილანდი მასშტაბური ნგრევის წინაშე დგანან მალაკის სრუტეში ჩამოყალიბებული იშვიათი ტროპიკული შტორმის შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ძლიერ წვიმებსა და ქარს იწვევდა. ინდონეზიაში 336 ადამიანი დაიღუპა, ტაილანდში - 170, ხოლო მალაიზიაში - 2.

აღნიშნულ ქვეყნებში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები კვლავ ცდილობდნენ წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე შესვლას. წყალდიდობის დონე შემცირდა და სამივე ქვეყანაში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტიქიის შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა - თითქმის 3 მილიონი სამხრეთ ტაილანდში და 1.1 მილიონი დასავლეთ ინდონეზიაში.

ამასთან, ბენგალის ყურის გასწვრივ, შრი-ლანკაში ციკლონს კიდევ 153 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლების ცნობით, 191 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს