ჯანდაცვის მინისტრი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო საშუალებებზე, რაც მსოფლიოში ახლა გამოჩნდა, არაერთგვაროვანი ინფორმაცია არსებობს, სანამ გაირკვევა, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა რთულია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადება - ამ დაავადების სამკურნალო საშუალებებზე, რომელიც მსოფლიოში ახლა გამოჩნდა, არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან განუცხადა, სადაც კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.

მინისტრის თქმით, მთავარია ჰქონდეთ ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი და შესწევს ძალა მართლაც დამხმარე საშუალება იყოს დაავადების მართვაში.

მინისტრის განცხადებით, ზუსტი გარკვევა სანამ არ მოხდება, მანამდე სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტის ჩართვა რთულია.

„ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება. ამ დაავადების სამკურნალო საშუალებებზე, რომელიც მსოფლიოში ახლა გამოჩნდა, არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია. ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც არიან მწარმოებლები, დაინტერესებულები არიან რაც შეიძლება მაღალ ფასად მოხდეს გაყიდვა. ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ რამდენად უსაფრთხოა და შესწევს ძალა ქმედითი, დამხმარე საშუალება იყოს. მარტო ის, რომ კომპანიას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, ცალკეული წყაროებია, რომ ეს მედიკამენტი სასარგებლოა, არ არის ეს ინფორმაცია საკმარისი იმის გადასაწყვეტად, რომ ეს მედიკამენტი აუცილებლად უსაფრთხოა. ამ საკითხების ზუსტი გარკვევა სანამ არ მოხდება, მანამდე სახელმწიფო პროგრამაში ამის ჩართვა რთულია. საუბარი არაა უბრალო გართულებებზე“,- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

მშობლების თქმით, მსოფლიოში უკვე არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას მნიშვნელოვნად აჩერებენ, თუმცა მაღალი ფასის გამო ისინი ხელმიუწვდომელია მოქალაქეებისთვის. მშობლები მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ