ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში, შეწყალების თხოვნით მიმართა.

მედიის ინფორმაციით, კვირას გავრცელებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ შეწყალების მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს წარუდგინა.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, სასამართლო პროცესმა ქვეყანა გახლიჩა და შეწყალება ეროვნული ერთიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მან ასევე განაცხადა, რომ კვირაში სამჯერ სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნა ყურადღების გადატანას უწყობს ხელს, რაც მას ქვეყნის ხელმძღვანელობას ურთულებს.

ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა. ნეთანიაჰუს 2019 წელს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და სისხლის სამართლის სამ საქმეს მოიცავს. ისრაელის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება