ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია 79 ადამიანი, 150 პირი კი - დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, ჰონგ კონგის მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა პარასკევს შეძლეს. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი კორუფციის და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებებით დააკავეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამოძიებას შესაძლოა 3-4 კვირა დასჭირდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს