ლევან მაჭავარიანი - ვისაც დაგაჯერეს, რომ ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი ჩვენი „ჩადებულია“, გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მოქალქეების ნაწილს ურჩევს, კრიტიკული აზროვნება დაიწყონ.

"ვისაც,

დაგაჯერეს, რომ თუ ევროპარლამენტარმა თეთრზე შავი თქვა, ე.ი ეგრეა.

დაგაჯერეს, რომ ქართული კანონი რუსულია.

დაგაჯერეს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია.

დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებს.

დაგაჯერეს, რომ თუ ეს ვინმეს არარეალურად მიაჩნია ის “რუსეთუმეა”.

დაგაჯერეს, რომ უკრაინის ომი შესაძლებლობის ფანჯარაა ტერიტორიების დასაბრუნებლად.

დაგაჯერეს, რომ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა.

დაგაჯერეს, რომ მთავრობას თანხმობა უნდა მიეცა ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნაზე.

დაგაჯერეს, რომ შავი ხვრელი ვართ, რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში.

დაგაჯერეს, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ.

დაგაჯერეს, რომ ლაზარე გმირია.

დაგაჯერეს, რომ მოლოტოვის კოქტეილი “ევროპულია”.

დაგაჯერეს, რომ პოლიციელზე ძალადობა “მოსულა”.

დაგაჯერეს, რომ პარლამენტის დაწვა ნორმალურია.

დაგაჯერეს, რომ ელგებეტე პროპაგანდის საფრთხეები ჩვენი მოგონილია.

დაგაჯერეს, რომ კაცს შეუძლია გახდეს ქალი და ქალს კაცი.

დაგაჯერეს, რომ მიშას ვაწამებდით და ვკლავდით.

დაგაჯერეს, რომ მიშა პოლიტპატიმარია.

დაგაჯერეს, რომ ელჩების სასამართლოებზე სიარული ნორმალურია.

დაგაჯერეს, რომ ჯო ვილსონი და მიხაილ როთი საქართველოზე გიჟდებიან.

დაგაჯერეს, რომ არჩევნებზე 400.000 ხმა გავაყალბეთ და 100.000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ .

დაგაჯერეს, რომ ეუთო-ოდირი მოვისყიდეთ.

დაგაჯერეს, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა.

დაგაჯერეს, რომ რადიკალური ოპოზიცია “პროევროპულია”.

დაგაჯერეს, რომ ლომჯარია და გიგაური სამოქალაქო საზოგადოებაა.

დაგაჯერეს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი შეჩერებულია.

დაგაჯერეს, რომ მოლდოვა და უკრაინა რეფორმებით ჩვენზე წინ არიან.

დაგაჯერეს, რომ 4 ოქტომბერს ღობე ჩვენი გადაქლიბულია.

დაგაჯერეს, რომ ემაარის ინვესტიცია საფრთხისშემცველია.

დაგაჯერეს, რომ ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი ჩვენი “ჩადებულია”.

გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ…", - წერს მაჭავარიანი "ფეისბუქზე".

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში