შალვა პაპუაშვილი - ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს ნათქვამი

საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა, „რამდენად მძიმე პირობების მიღება-არმიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი, ამას ყველა ვხედავთ“.

„კარგია, რომ უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, თუ რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ასე რომ მომხდარიყო, ჩვენი დღევანდელი საფიქრალი ინვესტიციების სწორი დაბანდება და განათლების რეფორმა კი არა, დაღუპულების დატირება და ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა.

ის, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის (და ზოგადად დასავლეთის) სწორი ლიდერობის პირობებში უკრაინის ომი არ იქნებოდა, ამას თავად აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს. ისევე, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი, ანუ მარიონეტული ომია. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა. რამდენად მძიმე პირობების მიღება-არმიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი, ამას ყველა ვხედავთ. ამის ფონზე, კიდევ უფრო ცხადია, თუ რამდენად მრუდეა ის ქართველი, რომელიც დღესაც მათ თვალებს, განცხადებებს და რეზოლუციებს შესციცინებს, ვინც გუშინ სხვის ომში მიმავალი მეწინავე რაზმის დროშას აჩეჩებდა ხელში. ის, რასაც 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჩემთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით მოითხოვდა, ბევრჯერ მაქვს აღწერილი და ამიტომ, ქვემოთ, კიდევ ერთხელ ვურთავ ჩემს ვრცელ პოსტს.

ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, თუ რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე. იგივე ეხება ნატოს ქოლგის ქვეშ დიდ გულზე მყოფ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც. ფაქტი ერთია, ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა. ის უცხოელები კი ვინც რუსეთთან ესკალაციას მოითხოვდნენ და ესკალაციის ბოლოს ომს არ იმჩნევდნენ, ან თავად იყვნენ გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვეგონეთ მიამიტები. მიამიტები, რომლებიც მათ გულუბრყვილობას დავიჯერებდით,”- წერს პაპუაშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო