გიორგი სიორიძე - BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს - ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე

BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს - საქართველოში აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენეს, - ასე გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე BBC-ის სტატიას, რომლის მიხედვით, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

სიორიძის განცხადებით, ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე.

“მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალების BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებულია ისეთი ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა და გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აკრძალულია. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როცა აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე“, - აცხადებს სიორიძე.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება