გიგა ფარულავა - სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, ხელსაყრელია „ოცნების“ პროპაგანდისთვის და ამავდროულად, ახარებს ჩვენს მტერს

მსგავსი ტიპის დანაშაულები - სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, რომელიც 4 ოქტომბერს იყო და რომლის შედეგებიც დღეს ნათელია, ხელსაყრელია „ოცნების“ პროპაგანდისთვის და ამავდროულად, ახარებს ჩვენს მტერს, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალს.

მისი თქმით, ელისაშვილის ქმედება მავნებლური და უმძიმესი დანაშაულია.

„რაც ვიხილეთ, პირველ რიგში, ეს არის მავნებლური და უმძიმესი დანაშაული. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები - არის ის ქმედებები, რაც ხელსაყრელია „ოცნებისთვის“ და ახარებს ჩვენს მტრებს.

ეს არის ის ქმედებები, რაც ხელს აძლევს „ოცნების“ პროპაგანდას და ახარებს ჩვენს მტრებს.

ეს კონკრეტული ქმედება, მავნებლური და უმძიმესი დანაშაულია. მსგავსი ტიპის დანაშაულები - სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, რომელიც 4 ოქტომბერს იყო და რომლის შედეგებიც დღეს ნათელია, ხელსაყრელია „ოცნების“ პროპაგანდისთვის და ამავდროულად, ახარებს ჩვენს მტერს. ეს ჩვენთვის მიუღებელია და თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრაგმატული მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო