„ალდაგის“ ქეშბექ აქცია გრძელდება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ქეშბექ აქცია გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც 15 დეკემბრამდე „ტოიოტა ქემრის” ან “ტოიოტა რავ 4-ის” მოდელის ავტომობილებს „ალდაგში” დააზღვევენ, 25%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

კომპანია “ალდაგის“ განმარტებით, აქციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ან სამი თვის პრემია მომენტალურად დაიბრუნოს უკან, და ერთი წლის ნაცვლად, ცხრა თვის თანხა გადაიხადოს.

“ეს იყო ქეშბექის პირველი პრეცედენტი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და მოხარული ვართ, რომ ამ ინოვაციურმა პროექტმა გაამართლა. „ალდაგში“, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ და დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, შეთავაზების ვადები გავახანგრძლივეთ და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ახალ მომხმარებელს, რომელსაც ჰყავს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი,” - აცხადებენ „ალდაგში“;

ცნობისთვის, „ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება