ალეკო ელისაშვილი - არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც სახალხო დამცველთან, 4 საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილებით ვიყავი, მაჯიდან სისხლი მდიოდა - დაზიანებებიც ჩამიცხრა და აღარ ჩანს, ასე არ არის, როგორც გამოვიყურები

ამ ქვეყანაში უფლებები რომ არ არის, იმიტომაც ვარ აქ, - ასე უპასუხა მოსამართლე ლელა მარიდაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა მის მიმართ უფლებების დარღვევას ადგილი.

ელისაშვილის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატთან არ დაარეკინეს.

„არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც სახალხო დამცველთან. ახლა ჩამიცხრა და აღარ მიჩანს. ასე არ არის, როგორც გამოვიყურები. 4 საათის განმავლობაში ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილებით ვიყავი. პოლიციელებს ვეუბნებოდი, ოდნავ მაინც მომიშვით-მეთქი და წინ გადმომიტანეთ-მეთქი და და ვითომ არ ესმოდათ. სისხლი მომდიოდა მარცხენა მაჯიდან... მერე შემიხსნეს.

ამ ქვეყანაში უფლებები რომ არ არის, იმიტომაც ვარ აქ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი