გია ვოლსკი - გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს

გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალი.

მისი თქმით, „ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა“.

„არსებობს ბრალდება, დაცვის მხარე, მაგრამ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ ამ ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა: პარლამენტში მუშტი-კრივი გამართა, პოლიციას დაუპირისპირდა, უკრაინაში წავიდა და სნაიპერის იარაღით პოზირებდა, აქ ჩამოვიდა და პრინციპებზე უარი თქვა, გაინულა ავტორიტეტი, ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, შემდეგ იმ პარტიაში [„ლელო - ძლიერი საქართველო“] შევიდა, შემდეგ საარჩევნო სიაში ბოლოს გადაიწია. ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში და ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს. სხვა ახსნა არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე, ფულსაც გადაიხდის და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისთვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლონ. მთლიანად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, როდესაც საქართველოზე შეტევას გეგმავენ და ამ გარემოში ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც რეალურად, ტერორიზმი ჰქვია სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე, რომელიც კანონშია ჩამოთვლილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ