კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის საქმეზე - როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს

როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს - წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა გადადგას ყველანაირად გაუაზრებელი ნაბიჯი,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობის წახალისებას ყოველთვის შესაბამისი ქმედება მოჰყვება.

“არ ვიცი, რა ვთქვა. ერთია განცხადებები, მეორეა - კონკრეტული ქმედებები. ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქმედებებით ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს, საჯაროდ დაეგმოთ ძალადობა, პირიქით, ხდებოდა წახალისება და ამას საზოგადოებაში მოჰყვებოდა კრიტიკა. როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მის ქმედებებზე, წარმოუდგენელია, რაც მან გააკეთა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი