გიორგი ბურჯანაძე - აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა - ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!

ივანიშვილის რაზმებმა რუსთაველის გამზირზე მანიფესტანტების წინააღმდეგ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს - ჩემი პირადი გამოცდილება და BBC-ის მტკიცებულებები სრულად მაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიჯერო, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, “შარშანდელი აქციების დროს უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, როგორც გაზაფხულზე, ისე განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის დროს“.

„რამდენჯერმე ლამის გავითიშე და სხვა დამეხმარა გასვლაში. ყელის, თვალების, სახის წვას აღარ ვამბობ, რაც მუდმივად იყო ყოველ საღამოს. ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა მაგის შემდეგ.

ყოველ საღამოს წინა ღამეს გამოყენებული ნივთიერების შემდეგ, რუსთაველის გამზირის რამდენიმე ადგილას ისეთი მძაფრი სუნი იდგა დღეების მანძილზე, რომ გავლისას თვალები და სასუნთქი გზები გვეწვოდა ყველას.

ჩემი პირადი გამოცდილება და „ბიბისის“ მტკიცებულებები სრულად მაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიჯერო, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.

ივანიშვილის რაზმებმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე მანიფესტანტების წინააღმდეგ. როგორც ამ ჟურნალისტური გამოძიებით გამოჩნდა, უპრეცედენტო არაადამიანური მოპყრობა და სხვა შესაძლო საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებიც ჩაუდენიათ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით“, - წერს ბურჯანაძე.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ “მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს