ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის საქმეზე - ტრაგიკომედიაა - ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით, მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით, რეალურად, რა ძალებთან გვაქვს საქმე

ტრაგიკომედიაა - ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით, მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით, რეალურად, რა ძალებთან გვაქვს საქმე, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე.

მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგიდან „ტრაგიკომედიურ ჟანრს“ ისმენენ.

„ტრაგიკომედიაა. ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით, რეალურად, რა ძალებთან გვაქვს საქმე…

რაც შეეხება განცხადებებს, სწორედ ის ხალხი, რომელზე დაყრდნობითაც BBC ამას აკეთებდა [მასალას, რომელშიც წერია, რომ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს”] ალბათ, დღეს წერს და ალეკო ელისაშვილის ირგვლივ რაღაც სულელურად სპეკულირებს. ღიმილისმომგვრელი აღარ არის. ეს არის სერიოზული პრობლემა.

ყველანაირ ზღვარს გავიდნენ, ყველაფერს გასცდნენ. ძალიან დიდ მარაზმში არიან როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. დარწმუნებული ვარ, იგივე ჯგუფი კომენტირებს BBC-ის ამ რეპორტაჟზე, ვინც მიაწოდა ეს სრულიად ანომალიური ინფორმაცია [გამოცემას] და ალბათ იგივე ჯგუფებისგან ვისმენთ [ელისაშვილზე შეფასებებს]. ვისმენთ ტრაგიკომედიურ ჟანრს ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო