ტატა ხვედელიანი - როგორც ჩანს, ქალბატონმა ბოკუჩავამ სასამართლო ხელისუფლება აღიარა - ღიმილის მომგვრელია, რომ ისინი ფსევდო სარჩელებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, მაშინ, როცა საერთო მიზანს აზიანებენ

როგორც ჩანს, ქალბატონმა ბოკუჩავამ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღიარა - ღიმილის მომგვრელია, რომ ისინი ფსევდო სარჩელებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, მაშინ, როცა საერთო მიზანს აზიანებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნონ.

ხვედელიანის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სარჩელს, „მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯს ვხედავთ, რომელიც კიდევ და კიდევ აძლიერებს „ოცნებას“.

„როგორც ჩანს, ქალბატონმა ბოკუჩავამ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღიარა. რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სარჩელს, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც კიდევ და კიდევ აძლიერებს „ოცნებას“. ვერანაირი სასამართლო სარჩელი ვერ იქნება ეფექტიანი ამ შემთხვევაში. ამ პოლიტიკური აქტორის ქმედება მუდმივად აზიანებს ჩვენს საერთო მიზანს. აქედან გამომდინარე, ღიმილის მომგვრელია, რომ ისინი ფსევდო სარჩელებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, მაშინ, როცა საერთო მიზანს აზიანებენ“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

კითხვაზე, რომელიც მათი პარტიის მხრიდან პარლამენტის აღიარებას შეეხებოდა, ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ მათ აღიარეს ძალაუფლება, რომელიც კონსოლიდირებულია დღეს „ქართული ოცნების“ ხელში და ეს ფაქტი დადგა სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური აქტორები არსებობენ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ჩვენ როდესაც წარვადგინეთ საპარლამენტო მუშაობა, ვთქვით, რომ ვაღიარეთ ძალაუფლება, რომელიც კონსოლიდირებულია დღეს „ქართული ოცნების“ ხელში. ეს სამწუხარო ფაქტია და ეს ფაქტი დადგა სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური აქტორები გვყავს, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფსევდო ბრძოლით ცდილობს ფონს გავიდეს და პერფორმანსებით, ძალადობრივი ქმედებებით, რომელიც ჩვენ თუნდაც 4 ოქტომბრით და მანამდე ვნახეთ, მაგიტომ არის, რომ დღეს „ოცნება“ არის იქ, სადაც არის და ამ ყველაფერს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს“, - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნონ.

როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ სარჩელი არის ტოტალურად დაუსაბუთებელი და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება