ადვოკატი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ ალეკო ელისაშვილზე იძალადეს - მისთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლე რომ არ ყოფილიყო, სამივე მანდატურს გაანეიტრალებდა და შენობას გადაწვავდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ პოლიტიკოსზე იძალადეს.

აღნიშნული განცხადება ადვოკატმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები ვალდებულები იყვნენ, რომ გამოძიება დაეწყოთ.

„სასამართლომ ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით. ეს კი მოსალოდნელი იყო. სავარაუდოდ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ალეკო ელისაშვილი აღიარებს ქმედებას და არა ბრალის დადგენილებას. ალეკომ დანაშაულის ჩადენისგან ხელი აიღო იმიტომ, რომ დაინახა შენობაში შემოსული მანდატურები, მას იარაღის გამოყენებაც შეეძლო, თუმცა ეს არ უცდია - იცით, რომ ის კარგად ფლობს იარაღს. მისი მთავარი პრიორიტეტი, რომ შენობის გადაწვა ყოფილიყო და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და შენობას გადაწვავდა. ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის შენობაში იმყოფებოდა, ასევე ის პროცესზე ვერ დაადასტურებდა, თავად არის თუ არა ვიდეოკადრებში, რადგან ჩანაწერები არ უნახავს. ალეკო მუდმივად იარაღით გადაადგილდება, მაგრამ იმ დღეს იარაღის ქონა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი იარაღის გამოყენებას შენობაში აპირებდა.

რაც შეეხება მანდატურების ქმედებას, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ამ საკითხზე, სამწუხაროდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გააუქმეს, რომელსაც უნდა ეს ქმედებები უნდა გამოეძიებინა. ჩვენ დაცვის მხარეც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ ადამიანზე სასტიკად იძალადეს“, - გიორგი რეხვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი