ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის პოლიციის განცხადებით, 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

„ცხედრების ნაწილი ფერფლად იქცა, ამიტომ შესაძლოა ყველა დაკარგული ადამიანი ვერ ვიპოვოთ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, სანგ შუკ-ინმა.

ასევე, პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კორუფციისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებებით 13 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ჰონგ კონგის მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი გასულ ოთხშაბათს გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა პარასკევს შეძლეს. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება