მარია ზახაროვა - რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების შესახებ ნატო-ს განცხადებები უპასუხისმგებლოა

რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების შესახებ ნატო-ს განცხადებები უპასუხისმგებლოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯუზეპე კავო დრაგონეს განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ალიანსმა რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების საპასუხოდ, შესაძლოა, უფრო აგრესიულად იმოქმედოს.

„ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც შემდგომი ესკალაციისთვის ალიანსის მზადყოფნას აჩვენებს. ჩვენ ეს უკრაინის კრიზისის მოგვარების ძალისხმევის ძირის გამოთხრის მცდელობად მიგვაჩნია. ადამიანებმა, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომელიც თავად ალიანსის წევრებისთვის შეიძლება წარმოიქმნას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ, Financial Times-თან ინტერვიუში, კითხვაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის მხრიდან კიბერშეტევებს, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებს, უპასუხა, რომ ნატო უფრო პროაქტიულად მოქმედებას განიხილავს.

მისი თქმით, „პრევენციული დარტყმა“ შეიძლება „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს.

„ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. კიბერსფეროში უფრო ხშირად საპასუხო რეაქცია გვაქვს. განვიხილავთ, თუ როგორ ვიყოთ უფრო აგრესიულები და პროაქტიულები“, - აღნიშნა დრაგონემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი