ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მონაწილეობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს რუსტემ უმეროვს ესაუბრა.

„მნიშვნელოვანი ბრიფინგი იყო და შევთანხმდით, რომ დამატებით დეტალებს პირადად შეხვედრისას განვიხილავთ. ჩვენი გუნდები შესაძლო შემდგომი კონტაქტების ვადებს შეათანხმებენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მანამდე, გამოცემა „ფრანს-პრესმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფლორიდაში, სტივ უიტკოფსა და რუსტემ უმეროვს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო