აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.­

აშშ-მა „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მომდევნო 12 თვით, სამხრეთ აფრიკისგან გადაიბარა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტი რეფორმები და ეკონომიკური ზრდა იქნება.

„ჩვენი პრორიტეტი სამი მთავარი საკითხი იქნება: ეკონომიკური კეთილდღეობა რეგულაციების შემცირებით, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების მიწოდება და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2026 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება