იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეთორმეტე პაკეტის შესახებ სამინისტროთაშორისი დადგენილება ძალაში შევიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან კოორდინაციით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც უკრაინის სამთავრობო ორგანოებისთვის სამხედრო მანქანების, მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემას ითვალისწინებს.

ამ აღჭურვილობის სია იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შედგენილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში შედის. მისი შინაარსი, უსაფრთხოების მიზნით, არ გამოქვეყნებულა.

დადგენილებაში მითითებულია, რომ მანქანები, მასალები და აღჭურვილობა უკრაინას უფასოდ გადაეცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს