GCCA-მა სამედიცინო - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძოდ, საქმე ეხება სს „საქართველოს კლინიკების“ მიერ შპს „გორმედზე“ ერთპიროვნული კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რაც სააგენტოს პოზიციით, კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

„კონცენტრაციაში მონაწილე ორივე სუბიექტის საქმიანობის სფეროს სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. GCCA-ის მიერ ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ამასთანავე, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ცვლილების მაჩვენებლებიც მცირეა, რაც განსახორციელებელ კონცენტრაციას კონკურენტულ გარემოსთან თავსებადს ხდის.

მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 17 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს