ირაკლი კობახიძე - ზოგადი განათლების რეფორმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში - თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში გამოადგება, სისტემა ვერ იქნება წარმატებული

ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მოგვიანებით გამოადგება მის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი