„საქსტატი“ - 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო.

საქსტატის ინფორმაციით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აღნიშნავენ, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

„2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11.2 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.6 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (36.0%) თბილისში სწავლობს.

2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 55.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.3 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, მასწავლებლების 87.6 პროცენტი ქალია, ხოლო 12.4 პროცენტი კაცი“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება