განათლების მინისტრი - 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში - სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში

ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი სახელმძღვანელო დაინერგება ყველა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს ერთიან მიდგომასა და სტანდარტს.

„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს