მედია - შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით, რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე, რომელსაც მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტანკერს Midvolga 2-ს რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, როდესაც მას თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით თავს დაესხნენ.

„გემის ეკიპაჟის 13 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და ისინი დახმარებას არ ითხოვენ. გემი ჩართული ძრავით სინოპისკენ მიდის“, - აცხადებს თურქეთის უწყება.

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალ ტანკერებს, Kairos-სა და Virat-ს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონებით დაარტყეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება