გივი მიქანაძე - ბულინგი კვლავ გამოწვევად რჩება - კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება, რათა ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ რეაგირება

კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბულინგი კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და შესაბამისად საჭიროა კამპანიური ხასიათი ჰქონდეს შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს.

„ბულინგის კომპონენტი კვლავაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ამ კუთხით ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს და ამავდროულად, კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამასთან, ჩვენი მიზანია, რომ ამ კონცეფციის განხორციელების პარალელურად, ყველა სკოლა საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების სერვისებით, იმიტომ, რომ ეს მზარდია, ეს საჭიროა და მათი ჩართულობა უდიდეს ეფექტიანობას გვაძლევს“, - განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება