გივი მიქანაძე - სკოლის ლაბორატორიული სტანდარტი დავამტკიცეთ - 2026 წლიდან 2027 წლის ბოლომდე საჯარო სკოლებს მივაწვდით შესაბამის აღჭურვილობას, რათა ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის სასწავლო პროცესები სრულად გამართულად წარიმართოს

2026 წლიდან დაწყებული 2027 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლას მივაწვდით შესაბამის აღჭურვილობას იმისთვის, რომ ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის სასწავლო პროცესები სრულად გამართულად და შესაბამისი კომპონენტების გამოყენებით წარიმართოს,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისას ყურადღება მიექცევა სპორტული ინფრასტრუქტურასა და კვების ობიექტებს.

„მეექვსე ამოცანა ეს არის თანამედროვე სასწავლო გარემო. პირველი სექტემბრიდან სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კოორდინაცია და თანამშრომლობა. ჩვენ ვიგეგმებით ყოველწლიურ ჭრილში, რომელი სკოლების მყისიერი რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდეს. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება სპორტული ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტირებული ვართ, რომ კვების ობიექტები იყოს ყველა სკოლაში და შესაბამისი ფართი იყოს უზრუნველყოფილი, რომ იქ კვების ობიექტი გაიხსნას. ამასთან, ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ სკოლის ლაბორატორიული სტანდარტი, რომლის საფუძველზეც 2026 წლიდან დაწყებული 2027 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლას მივაწვდით შესაბამის აღჭურვილობას იმისთვის, რომ ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის სასწავლო პროცესები სრულად გამართულად და შესაბამისი კომპონენტების გამოყენებით წარიმართოს“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება