პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთწოდებული „მტკვარი ჰესის“ პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ დანაშაულის შინაარსი ძალიან მარტივად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასტურდება.

„დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. ამ დანაშაულის არსი ძალიან მარტივად არის დადასტურებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტურად და სამართლებრივად. ამ დანაშაულის შინაარსი არის შემდეგი: გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, ეს არის როგორც ფინანსური ასევე პროექტის არაგონივრულ ვადებში გაწელვა და მისი მომგებიანობის საკმაოდ შემცირება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება