რუსეთის საგარეო დაზვერვა - საფრანგეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას კვლავ ცდილობს

საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევის ვარიანტების ძებნას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.

„საფრანგეთს ერთი სული აქვს უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, ამისკენ არის მიმართული მთავრობის ბოლოდროინდელი დეკრეტი, რომელიც „შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში მყოფი მესამე ქვეყნის“ დასახმარებლად კერძო სამხედრო კომპანიის გამოყენების საშუალებას იძლევა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ კიევის საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფები და შეზღუდული რაოდენობის F-16-ები ვერ ახერხებენ რუსული საჰაერო სამიზნეების მოგერიებას, ხოლო ფრანგული Mirage-ის ტიპის გამანადგურებლების დაუფლებას დრო და მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. უწყების მტკიცებით, ამ ვითარებაში, კიევს დასჭირდება უცხოური კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც შეიარაღებული იქნებიან თანამედროვე დასავლური, პირველ რიგში ფრანგული, იარაღით.

„თუმცა, პარიზმა არ უნდა მოიტყუოს თავი იმით, რომ ამით ის ხელებს იხსნის და ამავდროულად თავს არიდებს კონფლიქტში მისი სამხედროების მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

უწყების მტკიცებით, მოსკოვი ფრანგული კერძო სამხედრო კომპანიების უკრაინაში ყოფნას საფრანგეთის კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობად ჩათვლის და ამ შემთხვევაში, ეს ჯგუფები რუსული არმიის მთავარი ლეგიტიმური სამიზნე გახდებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება