კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბუდაპეშტში იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩ ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო.

როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.

„მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი, დავესწრო ამ ღონისძიებას.

მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა, საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული.

სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ - სასიხარულოა, რომ ვხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს.

მე, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.

იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში.

გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.

„სასიხარულოა, რომ იხსნება ჩვენი დიდი სპორტსმენის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელი და ორგზის ჩემპიონია“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემიაც დაათვალიერა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო