სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას გამომძიებელი გიორგი გოგოური აძლევს. მას დაკავების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში სანდრო წივწივაძე ჰყავს გამოკითხული.

ცნობისთვის, სანდრო წივწივაძეს ედავებიან, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, ჭავჭავაძის გამზირზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში სწორედ წივწივაძეს ეკუთვნოდა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ფაქტის გარდა, ბრალდებულზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დასტურდება, რომ მან აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა. სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს