თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო

სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე Global Banking & Markets 2025 თიბისი ბრინჯაოს სპონსორად იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მაღალი რგოლის მენეჯერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან. გლობალურ ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონის დიალოგს, ახალ პარტნიორობებსა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

გლობალურ ფორუმზე თიბისი კაპიტალისა და თიბისი აქტივების მართვის გუნდმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საინვესტიციო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივები.

საერთაშორისო ღონისძიებაზე, სპეციალურ სტენდთან თიბისი ჯგუფის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე კი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოშვებულმა ობლიგაციებმა “წლის გარიგების” ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო კომპანიამ Georgia Global Utilities (GGU) მოიპოვა, რომელმაც გასულ წელს 300 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები გამოუშვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება