საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, გიგა ძნელაძე და ამირან გულუაშვილი ესწრებოდნენ.

„თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.

გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად კახეთის საოლქო პროკურატურის ახლად რეაბილიტირებული შენობა და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო დაათვალიერა. გაეცნო სამუშაო პირობებს და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს