ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება, ასე დაემართება „რუსულ ოცნებასაც“

ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა - ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება „რუსულ ოცნებასაც“,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალას ეხმაურება.

მისივე თქმით, დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს.

„ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.

ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.

ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება „რუსულ ოცნებასაც“. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება