ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ აღარ გაგრძელდება 2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა

[საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა] არსებული ფორმით აღარ გაგრძელდება - სახელმწიფოს მიერ აღარ იქნებიან ეს ადამიანები დაქირავებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 4-წლიანი ციკლი ამოიწურა.

კაკაურიძის განმარტებით, „თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება.“

„რაც შეეხება [საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა] ამ პროგრამას, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 4-წლიანი ციკლი უნდა ჰქონოდა, რაზეც მეც არაერთხელ მაქვს ნასაუბრები, როცა პროგრამის გათვალისწინება ბიუჯეტში პირველად მოხდა. გავიდა ოთხწლიანი ციკლი. დღეს უკვე, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ეს პროგრამა დაიწყო, შრომის ბაზარზე პირიქით, დეფიციტია. მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი კოვიდიდან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია. ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი“, - აღნიშნავს გიორგი კაკაურიძემ BMG-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი პირების კერძო სექტორში დასაქმებას, საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადებით და სხვა მიმართულებებით.

„თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება“, - აღნიშნავს გიორგი კაკაურიძე.

ცნობისთვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება