გიორგი კაკაურიძე - 2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის

2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

როგორც კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის იმგვარი ზრდა, რომელიც სამი წლის პროგნოზით იყო გათვალისწინებული და დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა შეადგინა.

„მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად. დაახლოებით, სამი წლის ზრდის პროგნოზი რაც იყო, ის ერთიანად მოხდა, ანუ, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა მოხდა მასწავლებლის ხელფასის, შესაბამისად, წელს აღარ არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით შეიძლება, ნაწილს მათგანს გაეზარდოს. ზრდა წელს გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, პარლამენტში განხილვის დროს იყოს ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ნაწილში. ვგულისხმობ მანდატურებს, ექთნებს, დამლაგებლებს - ვინც ტექნიკური პერსონალია სკოლაში, გარდა მასწავლებლებისა,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება