Euractiv - პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა, დაკავებულია სამი ადამიანი

პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა, დაკავებულია სამი ადამიანი, - ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჩხრეკა დღეს დილით ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ხოლო ბრიუგეში ევროპის კოლეჯსა და კერძო სახლებში ჩაატარა.

პოლიციამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დოკუმენტები ამოიღო და სამი პირი დააკავა.

გამოცემა წერს, რომ გამოძიება 2021-2022 წლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროპის კოლეჯის მიერ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებებს უკავშირდება.

კერძოდ, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დაფინანსების მიზნით საჯარო ტენდერის გამოცხადების შესახებ.

გამოძიება ევროპის კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შეძენის გარემოებებს იკვლევს, რომელშიც ის დიპლომატები ცხოვრობენ, რომლებიც კოლეჯში სწავლობენ. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ კოლეჯმა შენობა 2022 წელს შეიძინა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ტენდერს გამოაცხადებდა და შემდეგ კოლეჯს დაფინანსების სახით 654 000 ევროს გადასცემდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება